სერვისები
კომუნიკაცია არ შემოიფარგლება რეკლამით. წარმატების მისაღწევად გამოიყენეთ ყველა საშუალება! ჩვენ გთავაზობთ ინტეგრირებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას აქცენტით უფრო ეფექტურ და მომგებიან პიარზე.
სააგენტო, სადაც კრეატივი ერწყმის სტრატეგიას
"ბოლდ მუვ მარკეტინგი" ქართულ-კანადური გამოცდილების მქონე სააგენტოა. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ კომპანიებს საქართველოში და კანადაში იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები.
სააგენტო 2016 წლის 5 მაისს ხატია ოძელაშვილმა დააარსა თბილისში, ხოლო კანადაში სააგენტო 2018 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა. დღესდღეობით ვმუშაობთ ორივე ქვეყანაში. ხატიამ საზოგადოებასთან ურთიერთობა კანადის დედაქალაქში, ოტავაში შეისწავლა. მან აქვე მიიღო რიგ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება პიარის მიმართულებით.
“საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს დაფუძნება შთამაგონა იმ თვალსაჩინო პრობლემებმა კომუნიკაციაში, რომელთა გამოც კომპანიები, ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები დღეს საქართველოში ზარალს განიცდიან. ჩემ მიერ დაფუძნებული სააგენტო ახალი ხმაა საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ჩვენ ინტეგრირებული მარკეტინგის გეგმის შედგენისას აქცენტს ეფექტურ და წარმატებულ სტრატეგიებზე ვაკეთებთ", - ხატია ოძელაშვილი.
პორთფოლიო
ჩვენი განხორციელებულია სხვადასხვა სახის პიარ კამპანიები ოტავასა და თბილისში. პროექტებს, გრანდიოზულს თუ მცირემასშტაბიანს, ყველას დიდი ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით ვეკიდებით.
სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ფეისბუქის ბანერი
განახლებული სტილი და საკონტაქტო ინფორმაცია
ფეისბუქის ბანერი
ქართული მართლწერა
ბანერი სოციალური ქსელებისათვის
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი გამოცდილების და ისტორიის მქონე კომპანიები, როგორიცაა "ლუკოილი" და ასევე ახლადდაფუძნებული ბიზნესები მზარდი პოტენციალით, როგორიცაა რესტორანი "დადიანი". გახდით თქვენც ჩვენი პარტნიორი.